კურსის მიზანია განიხილოს და გაანალიზოს ინფორმაციის ორგანიზების პრობლემატური და მეთოდოლოგიური საკითხები, კერძოდ ინფორმაციის სტრუქტურები, ცოდნის სქემები, მონაცემთა სტრუქტურები, ტერმინოლოგიური კონტროლი, ინდექსირების ენის ფუნქციები და ძიების არსი.

მიზანია კურსდამთავრებულმა დამოუკიდებლად შეძლოს სხვადასხვა ინფორმაციული (მ.შ. ინტერნეტ) სერვისების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გამოქვეყნება. კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ინფორმაციულ ერაში კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ინფორმაციული უნარების განვითარებაში.