კურსი მიზნად ისახავს  V-VII კლასელ მოსწავლეებს ჩაუტარდეთ  სამ დღიანი სწავლება,რათა მათ შეძლონ  MICROSOFT OFFICE WORD-ში მუშაობა. კურსის გავლის შედეგად მოსწავლეები შეისწავლიან WORD-ის  სხვადასხვა ფუნქციას და დახელოვნდებიან  სწრაფად ბეჭდვაში. ტრენინგი  გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში,რის შედეგადაც  მონაწილეები:

  • გააცნობიერებენ, თუ რამდენად საჭიროა  დღესდღეობით  word -ში მუშაობა,რათა გაიმარტივონ  თემების წერა  და  გამოიყენონ ეს პროგრამა  სხვადასხვა წერითი სახის დავალებებისათვის.
  • შეიძენენ word -ში  მუშაობის უნარებს,ისწავლიან  სათაურის გაკეთებას , გვერდების დანომრვას, სურათების ჩასმას, ცხრილების გაკეთებას,  შრიფტის დაყენებას,დაშორება სიტყვებს შორის, smartart, შრიფტის  ფერის  შეცვლას,სწრაფად  ბეჭდვას და ზემოთჩამოთვლილი  ნასწავლი ფუნქციების  პრაქტიკაში  გამოყენებას.

 

კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის. მათთვის, ვისაც თავის საქმიანობაში ჭირდება ისეთი ფუნქციური ერთეული, სადაც დაითვლის, დააჯამებს, ჩამოწერს, გამოყოფს და ა.შ. მისთვის საინტერესო მასალას. კურსის განმავლობაში სტუდენტები შეიძენენ Micrisoft Exel-ის საბაზისო ცოდნას. შეძლებენ ფონტების, შრიფტის ზომის და ფერის ცვლილებას, ცხრილების აგებას, ველების თავისი საჭიროების მიხედვით მორგებას, დაჯამებას და ა.შ.

კურსის ხანგრძლივობა იქნება 6 გაკვეთილი. თითო გაკვეთილი გაგრძელდება 1 საათი. შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია საშინაო დავალებები.

რაც შეეხება შეფასების სისტემას და ჯილდოებს, კურსის დამთავრების შემდეგ, ჩატარდება გამოცდა, რის შემდეგაც წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატი. 

კურსის სასწავლო მასალები ეტაპობრივად აიტვირთება ამავე პორტალზე.

  კურსის მიზანი გახლავთ MS Word-ის  საფუძვლიანი სწავლება და გამოყენება სხვადასახვა სფეროში.კურსის ფარგლებში მოხდება შესწავლა : დოკუმენტის შექმნა,ტექსტის რედაქტირება,ტექსტის დაფორმატება, აბზაცების დაფორმატება(ტესქსტის გასწორება,ინტერვალები) სიების დანომვრა,ტექსტის რამდენიმე სვეტად დაყოფა,ტექსტში გრაფიკული ფიგურების ჩასმა და რედაქტირება,ცხრილების, დიაგრამების და  სარჩევის შექმნა,ჰიპერბმული.

კურსის მოსალოდნელი შედეგები -ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან ნებისემიერი ტიპის და სირთულის MS Word-ის დოკუმენტი.მოახდინონ ყველა ფუნქციის გამოყენება,რომელიც გააჩნია მას.საბოლოო ჯამში, ეს დაეხმარება მათ სასწავლო პროცესის კარგად  დაგეგმვასა და გამარტივებაში.

კურსის მიზანია კურსის მონაწილეებმა ისწავლონ პრეზენტაციის მომზადება Power Point-ის პროგრამაში, მისი ფუნქციები და მასში მუშაობის წესები.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ  Power Point-ში სლაიდების დამატებას, გაფორმებას, ტექსტის აკრეფას და  რედაქტირებას (შრიფტი, ზომა, ფერი, გამწკრივება ტექსტის), ფოტოების, გრაფიკული დიაგრამების და  ცხრილების ჩასმას.