Topic outline

  • ზოგადი მიმოხილვა

    მიზანი

    ტრენინგის მიზანია ტრენინგის ბენეფიციარს განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები თანამედროვე ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დამოუკიდებელი კატალოგიზაციისათვის და ამასთანავე მისცეს ის ძირითადი ცოდნა, რაც აუცილებელია კატალოგიზაციის პროცესის კონტექსტის გასააზრებლად. 

    ფორმატი

    ინტერაქტიული პრეზენტაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო.

    სწავლის შედეგები/კომპეტენციები

    • თანამედროვე კატალოგიზაციის ტენდენციების და საბიბლიოთეკო გარემოში კატალოგიზაციის პროცესისა და კონტექსტის საბაზისო ცოდნა;

    • ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემების მიზნის, ფუნქციების და ძირითადი მოდულების ცოდნა;

    • MARC 21-ის ფორმატში სათანადო კატალოგიზაციის წესების დაცვით ბიბლიოგრაფიული და საფონდო ჩანაწერების შექმნის პრაქტიკული უნარი;

    • Evergreen-ის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის კატალოგიზაციისა და OPAC-ის მოდულებში პრაქტიკულად მუშაობის უნარი;

    • ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში ელექტრონული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის შექმნის და უკვე არსებული ჩანაწერის რედაქტირების უნარი;

    • ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში Z39.50 პროტოკოლით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების იმპორტის პრაქტიკული უნარი.
  • ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა

    ძირითადი თემები
    • ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Evergreen-ის ფუნქციები

    • კატალოგიზაციის მოდულის სტრუქტურა და მომხმარებლის ინტერფეისი (OPAC)

    • კატალოგის სტანდარტიზაცია და კატალოგიზაციის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები MARC 21

    • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა - oc.ac.ge
  • ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შექმნა EVERGREEN-ის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის კატალოგიზაციის მოდულში

    ძირითადი თემები

    • MARC 21 სტანდარტის ფორმატები, ჩანაწერების სტრუქტურა.

    • ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შექმნა EVERGREEN-ის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის კატალოგიზაციის მოდულში

    • კატალოგიზაცია RDA სტანდარტით MARC 21 ბიბლიოგრაფიულ ფორმატშიბი

    • ბლიოგრაფიული და საფონდო ჩანაწერების დაკავშირება

    • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება დავალების მიხედვით

     

  • Z 39.50 პროტოკოლით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების იმპორტი

    ძირითადი თემები

    • შესრულებული ჩანაწერების განხილვა 
    • უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული და საფონდო ჩანაწერების რედაქტირება 
    • Z 39.50 პროტოკოლით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების იმპორტი
    • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება