თვითჩარიცხვის პარამეტრები

კურსი მიმოიხილავს თანამედროვე კინოსცენარის შემადგენელ ელემენტებსა და ფორმატირების წესებს და მიზნად ისახავს მონაწილეებს გაუადვილოს სცენარის ფორმატირება და წარდგენა.
კურსის ფარგლებში ასევე მოგენიჭებათ წვდომა კინოსცენარების საცავზე და ასევე შეძლებთ ჩამოტვირთოთ და თავისუფლად გამოიყენოთ კინოსცენარის საწერი პროგრამა Celtx-ის ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები, Mac და Windows სისტემებისათვის.
თუ უკვე გაქვთ კურსში მონაწილეობის საგანგებო კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ ქვემოთა ველში.
თუ კოდი არ გაგაჩნიათ, ნუ ინაღვლებთ: კურსზე წვდომა ძალიან მარტივია. კურსზე ჩასარიცხად და მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ:
  1. მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია ამ საიტზე შემდეგი ბმულის საშუალებით: http://oc.ac.ge/login/signup.php
  2. დააწკაპუნოთ ბმულზე, რომელიც ელფოსტაზე გამოგეგზავნებათ
  3. არჩეული მომხმარებლის სახელითა და პაროლით შემოხვიდეთ სისტემაში და
  4. დაუბრუნდეთ ამ კურსის გვერდს დადააჭიროთ ღილაკზე „თვითჩარიცხვა“ / „Enrol me“.
კურსთან და სცენარის ფორმატირებასთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ კურსში შესვლის შემდეგ, შეკითხვების სექციაში.
გისურვებთ წარმატებებს!
გიორგი ჩხაიძე
კურსის ავტორი
GFM Filmbridge
თუ გაქვთ შეკითხვები რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მიწერეთ oc.ac.ge მხარდაჭერას, მისამართზე support_AT_oc.ac.ge (ჩაანაცვლეთ _AT_ ელფოსტის ნიშანით).
Guest access