ზოგადი მიმოხილვა
მიზანი
სემინარის მიზანია ინფორმაციის ორგანიზების თანამედროვე მიდგომებისა და პრინციპების, კონკრეტულად კი მონაცემების აღწერისა და წვდომის უზრუნველყოფის უახლესი სტანდარტის (Resource Description and Access - RDA) გაცნობა.
RDA-ის შესახებ
Resource Description and Access (RDA) - რესურსების აღწერა და წვდომა ანგლო-ამერიკული კატალოგიზაციის წესების (AACR2) გაგრძელებაა. ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციის, კანადის საბიბლიოთეკო ასოციაციისა და დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და ინფორმაციის სპეციალისტების ინსტიტუტის (CILIP) რამდენიმე წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, RDA-ის ონლაინ ვერსია 2010 წელს გამოვიდა. კონგრესის ბიბლიოთეკამ (აშშ), ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ, კანადის ბიბლიოთეკამ და არქივებმა, ავსტრალიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და გერმანიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოაცხადეს, რომ 2013 წლისთვის RDA-ის სრულად დანერგავდნენ.
- ამ პრეზენტაციაში მოცემულია RDA-ის ზოგადი მიმოხილვა, მისი მიმართება AACR2, FRBR, FRAD და MARC21 სტანდარტებთან.
ვიდეო არხი
მოცემულია RDA-ის შეხვედრის თემატურად დალაგებული და აღწერილი ვიდეო ჩანაწერები.
მოცემულია RDA-ის სტანდარტის ონლაინ სემინარი.