ნაწილი I — მესამე კვირას შესასრულებელი ამოცანები

1. რეკომენდაციები

პროექტის მომზადების მესამე კვირა მიზნებისა და ამოცანების იდენტიფიცირებას უნდა დავუთმოთ. ეს არის პროექტის დაგეგმვის ის მომენტი, როდესაც ცხადად და დამაჯერებლად გადაწყვიტავთ, რა იქნება თქვენი პროექტის მიზანი და ამოცანები. ამ ეტაპის წარმატებით დასრულება ძალიან გაგიადვილებთ პროექტის დიზაინირების შემდგომი ნაბიჯების გავლას (აქტივობების, რესურსებისა და ბიუჯეტის განსაზღვრას).

ამ ეტაპისთვის სასურველია, რომ მეორე კვირის ამოცანა — პრობლემების ანალიზი დასრულებული გქონდეთ.

მესამე კვირის განმავლობაში ჩვენ გირჩევთ:

  1. პირველ რიგში, თუ მეორე კვირის ამოცანები გაქვთ დასასრულებელი, სასწრაფოდ დაასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ მესამე მოდულზე.
  2. გაეცანით მესამე მოდულის ყველა მასალას — პრეზენტაციებსა და ინსტრუქციებს.
  3. მუშაობისას მოახდინეთ პროცესის დოკუმენტირება — აღწერეთ თქვენი კვლევის შედეგები, მოამზადეთ ჩანაწერები. ეს მასალები პროექტის წერის დროს ძალიან დაგეხმარებათ მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებაში.
  4. დასვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ ამ კვირის მასალებთან და ამოცანებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კურსი პატარა ელემენტებადაა დაშლილი და დროში ისეა გადანაწილებული, რომ მონაწილეს არ გაუჭირდეს მასალების გაცნობა და შეძლოს საკუთარი გეგმის შესრულება. თუ ეს პატარა ელემენტები დროულად არ შესრულდა და ბოლო კვირას მოიყარა თავი, მათი სიმარტივის მიუხედავად ყველას დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ.

ჩვენი რეკომენდაციაა, არ გადადოთ ეს აქტივობები შემდეგი კვირისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 13 2014, 3:56