ტ რ ე ნ ი ნ გ ი ს მ ი ზ ა ნ ი: პროდუქტის მახასიათებლების დასწავლა.
ტ რ ე ნ ი ნ გ ი ს შ ე დ ე გ ე ბ ი:
- თანამშრომელი შეძლებს იმ კლიენტის იდენტიფიცირებას ვინც შეიძლება შეიძინოს ბარათი;
- თანამშრომელს ეცოდინება პროდუქტის უპირატესობები და შეძლებს ახუსხნას მომხმარებელს თუ რა სარგებელს მიიღებს პროდუქტის შეძენის შემთხვევაში;
- ეცოდინება ბარათის მომსახურეობის ტარიფები და საკომისიოები;
- შეძლებს ეფექტურად გაუკეთოს მომხმარებელს VTB Universal-ის შეთავაზება.
ტ რ ე ნ ი ნ გ ი ს მ ე თ ო დ ო ლ ო გ ი ა
- ტრენინგის პროცესში გამოყენებული მეთოდები, უზრუნველყოფს მონაწილეთა ჩართულობას და პროცეს ხდის უფრო ინტერაქტიულს:
- პრეზენტაცია - პროდუქტის მახასიათებლების, ტარიფების, საკომისიობის გაცნობისათვის;
- გონებრივი იერიში - პროდუქტის მიზნობივი სეგმენტის განსაზღვრისთვის, პროდუქტის უპირატესობების და ნაკლის გასაანალიზებლად და ა.შ.
- ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოები - განაღდების საკომისიოს, დადებით ნაშთზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებების ამოხსნისათვის;
- როლური მოდელი - სიმულირებულ სიტუაციაში მომხმარებლის საჭიროების ადეკვატურად გამოვლენისა და პროდუქტის სწორად შეთავაზების უნარის გამომუშავებისათვის;
- დისკუსია - პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობების განხილვა.
ტ რ ე ნ ი ნ გ ი ს ხ ა ნ გ რ ძ ლ ი ვ ო ბ ა:
1 შეხვედრა
საათების რაოდენობა: 5 საათი