თვითჩარიცხვის პარამეტრები

კურსის მიზანია სტუდენტს ჩამოუყალიბოს სხვადასხვა საზოგადოებებში ისტორიის აღქმის და კოლექტიური მეხსიერების ფორმირების თავისებურებათა, ამ პრობლემატიკის კვლევის სფეროში არსებული ძირითადი ცნებების, თეორიების, მეთოდოლოგიური მიდგომების და კონკრეტული შემთხვევების (Casy Study) ანალიზის უნარი. კურსის ფორმატი მნიშვნელოვან წილად გათვლილია სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობაზე და ამისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს განსაზღვროს, რომ წარსულიდან დასამახსოვრებელი ინფორმაციის სელექცია და ინტერპრეტაცია სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული. ასევე ის შეძლებს წარსულის რეპრეზენტაციის, მეხსიერების პოლიტიკისა და თანამედროვე მსოფლიო პროცესების ერთმანეთთან კავშირის ანალიზს.
Guests can not access this course, please try to log in.