სიმართლე და ავთენტურობა დოკუმენტურ კინოში
ვორკშოპის ხელმძღვანელი: თინათინ გურჩიანი
ვორკშოპი შედგება თეორიული/ინსპირაციული და პრაქტიკული ნაწილებისგან. მონაწილეები გადაიღებენ მოკლე ფილმებს და მუშაობა მოხდება ამ მინი-ფილმების დაგეგმვიდან ბოლო ეტაპამდე ინდივიდუალური კონსულტაციებით. ვორკშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც სურვილი აქვს გადაიღოს კინო. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სასურველია, ყველა მონაწილე მოვიდეს გადასაღები აპარატურით (შეიძლება იყოს კარგი ტელეფონი და ფოტოაპარატიც) და მოიტანოს წინა ნამუშევრები, თუ ასეთი აქვს. მონაწილეთა სიმრავლის შემთხვევაში შედგება სამკაციანი ექვსი გუნდი.
სამუშაო ენა: ქართული.
ვორკშოპი ხორციელდება თბილისის გოეთეს ინსტიტუტის პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში.
რეგისტრაცია
ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.
საჯარო ლექცია
სავალდებულოა, რომ მონაწილეები დაესწრონ ამავე სახელწოდების საჯარო ლექციას, რომელიც გაიმართება ოთხშაბათს, 12 ივნისს, 18.00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში.
ჩატარების ადგილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი, აუდიტორია E-308. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3-5, მე-3 სართული (ვაკის პარკთან).
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნათია გაბრიჩიძეს მისამართზე natiag@gmail.com