ნიკოლაი ნიკიტინის ვორქშოში განკუთვნილია ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებმაც უკვე დაასრულეს ან ამჟამად მუშაობენ მოკლემანტრაჟიან ფილმებზე ან სცენარებზე. ვორქშოფი საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც ჯერ არა აქვს პროექტი, მაგრამ დაინტერებულია პროცესით.
ვორკშოპის შესახებ
ვორკშოპი გამიზნულია ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის, ვისაც აქვს სრული ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი და სურს მოამზადოს პროექტის წარდგენა/პიტჩინგი პროდიუსერებისათვის, პოტენციური დამფინანსებლებისათვის, კინოფესტივალების შესაბამისი სექციებისათვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
გაბრიელეს ბრუნენმაიერის შესახებ
კინოსცენარების განვითარების, კინოპაკეტების შედგენისა და პროექტის წარდგენის ექსპერტი და ევროკავშირის MEDIA პროგრამის საგანმანათლებლო ინიციატივის MAIA Workshops-ის საგანმანათლებლო ხელმძღვანელი გაბრიელე ბრუნენმეიერი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალთან და საგანმანათლებლო პროგრამასთან, მათ შორის ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის და სარაევოს კინოფესტივალის ახალგაზრდული პროგრამა Talent Campus, ისტანბულის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტების განვითარების ვორკშოპი Meetings on the Bridge, რობერტ ბოშის კო-პროდუქციის პრიზი და სხვა.
გაბრიელე ასევე ხელმძღვანელობდა MEDIA პროგრამის საინფორმაციო სამსახურს MEDIA Antenna Berlin-Brandenburg, იყო MEDIA ტრენინგების ინიციატივის Moonstone International-ის სამხატვრო მრჩეველი და კოტბუსის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც შექმნა სექცია East-West-Coproduction Market Connecting Cottbus. 2005 წლიდან ასევე მუშაობს პროექტებისა და სცენარის მრჩეველად ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა დაფინანსების ფონდში Kuratorium Junger Deutscher Film.
ვორკშოპი შედგება თეორიული/ინსპირაციული და პრაქტიკული ნაწილებისგან. მონაწილეები გადაიღებენ მოკლე ფილმებს და მუშაობა მოხდება ამ მინი-ფილმების დაგეგმვიდან ბოლო ეტაპამდე ინდივიდუალური კონსულტაციებით. ვორკშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც სურვილი აქვს გადაიღოს კინო. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სასურველია, ყველა მონაწილე მოვიდეს გადასაღები აპარატურით (შეიძლება იყოს კარგი ტელეფონი და ფოტოაპარატიც) და მოიტანოს წინა ნამუშევრები, თუ ასეთი აქვს. მონაწილეთა სიმრავლის შემთხვევაში შედგება სამკაციანი ექვსი გუნდი.
- Workshop Lead: Tinatin Gurchiani