Topic outline

  • General

    ვორკშოპის შესახებ

    ვორკშოპი გამიზნულია ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის, ვისაც აქვს სრული ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი და სურს მოამზადოს პროექტის წარდგენა/პიტჩინგი პროდიუსერებისათვის, პოტენციური დამფინანსებლებისათვის, კინოფესტივალების შესაბამისი სექციებისათვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

    გაბრიელეს ბრუნენმაიერის შესახებ

    კინოსცენარების განვითარების, კინოპაკეტების შედგენისა და პროექტის წარდგენის ექსპერტი და ევროკავშირის MEDIA პროგრამის საგანმანათლებლო ინიციატივის MAIA Workshops-ის საგანმანათლებლო ხელმძღვანელი გაბრიელე ბრუნენმეიერი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალთან და საგანმანათლებლო პროგრამასთან, მათ შორის ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის და სარაევოს კინოფესტივალის ახალგაზრდული პროგრამა Talent Campus, ისტანბულის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტების განვითარების ვორკშოპი Meetings on the Bridge, რობერტ ბოშის კო-პროდუქციის პრიზი და სხვა.

    გაბრიელე ასევე ხელმძღვანელობდა MEDIA პროგრამის საინფორმაციო სამსახურს MEDIA Antenna Berlin-Brandenburg, იყო MEDIA ტრენინგების ინიციატივის Moonstone International-ის სამხატვრო მრჩეველი და კოტბუსის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც შექმნა სექცია East-West-Coproduction Market Connecting Cottbus. 2005 წლიდან ასევე მუშაობს პროექტებისა და სცენარის მრჩეველად ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა დაფინანსების ფონდში Kuratorium Junger Deutscher Film.

    პროექტი Reverse Brain Drain

    ვორკშოპი ხორციელდება პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამისგანვითარების, განათლებისა და კულტურის ფაბრიკა“ („Denkfabrik Kultur, Bildung und Entwicklung” („Think Tank Culture, Education and Development“) მხარდაჭერით და გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ხელოვნების სფეროში (ვორქშოპების სერია).

    საჯარო ლექციებისა და ვორკშოპების სერიებს, რომლის მიზანია ქართველი სტუდენტების პროფესიულ განვითარება, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი და გერმანელი ხელოვანები ატარებენ.

    ინფორმაცია პროექტის შესახებ: www.rebraindrain.wordpress.com

  • საჯარო ლექცია

    MEDIA პროგრამის კინობაზრობების და ტრენინგების დოკუმენტები.

  • ვორკშოპი - დღე 1

    სიუჟეტის პრეზენტირების დოკუმენტი:

  • ვორკშოპი - დღე 3

    ლოგლაინის აღწერის დოკუმენტი: