საიტის გვერდები
Current course
Participants
სემინარის შესახებ
შესავალი
როგორ გამოვიყენოთ?
XML ხე
XML სინტაქსი
XML ელემენტები
XML ატრიბუტები
XML სახელის სივრცეები
XML კოდირება
XML ფაილის ნახვა
XML და CSS
XML დოკუმენტის ტიპები
XML-ის ვალიდატორი
XML DTD
XML სქემა
XML HTTP მოთხოვნა
XML ანალიზატორი
XML DOM
XML HTML-ში
XML XPath
XML-ის XSLT-ით გამოტანა
XML CDATA
XML სერვერზე
XML DOM განვითარებული
XML რეალურ ცხოვრებაში
XML რედაქტორები
XML-ის შეჯამება
Topic 28
Topic 29
Topic 30
XML სქემა - w3schools.com
XML სქემა
XML სქემა აღწერს XML დოკუმენტის სტრუქტურას ისევე, როგორც DTD.
XML დოკუმენტი, რომელსაც სწორი სინტაქსტი აქვს, არის „კარგად ფორმირებული“.
XML დოკუმენტს, რომელიც XML სქემითაა გადამოწმებული ეწოდება „კარგად ფორმირებული“ და „ვალიდური“.
XML სქემა
XML სქემა არის DTD-ის XML-ზე დაფუძნებული ალტერნატივა:
<xs:complexType>
<xs:sequence>
<xs:element name="to" type="xs:string"/>
<xs:element name="from" type="xs:string"/>
<xs:element name="heading" type="xs:string"/>
<xs:element name="body" type="xs:string"/>
</xs:sequence>
</xs:complexType>
</xs:element>
ზემოთ მოცემული სქემის ინტერპრეტაცია არის შემდეგი:
- <xs:element name="note"> განსაზღვრავს ელემენტს სახელწოდებით "note"
- <xs:complexType> "note" ელემენტი არის კომპლექსური ტიპის
- <xs:sequence> კომპლექსური ტიპი გულისხმობს ელემენტების მიმდევრობას
- <xs:element name="to" type="xs:string"> ელემენტი "to" არის string (text) ტიპის
- <xs:element name="from" type="xs:string"> ელემენტი "from" არის string-ის ტიპის
- <xs:element name="heading" type="xs:string"> ელემენტი "heading" is of type string
- <xs:element name="body" type="xs:string"> the element "body" არის string-ის ტიპის
ეს ყველაფერი ქმნის „კარგად ფორმირებულ“ XML-ს
XML სქემები DTD-ზე უფრო მძლავრია
- XML სქემები დაწერილია XML-ში
- XML სქემები გაფართოებადია
- XML სქემებს აქვთ მონაცემთა ტიპების მხარდაჭერა
- XML სქემებს აქვთ სახელების სფეროების მხარდაჭერა
რატომ უნდა გამოვიყენოთ XML სქემა?
XML სქემის საშუალებით თქვენი XML ფაილები მოიცავენ მათი ფორმატის შესახებ ინფორმაციას.
XML სქემის საშუალებით, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯგუფები შეძლებენ მონაცემების გაცვლის სტანდარტზე შეთანხმებას.
XML სქემით თქვენ შეგიძლიათ მონაცემების გადამოწმება.
XML სქემებს აქვთ მონაცემთა ტიპების მხარდაჭერა
XML სქემის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ მას აქვს მონაცემთა ტიპების მხარდაჭერა:
- ადვილია დოკუმენტის ქონთენთის აღწერა
- ადვილია მონაცემებზე შეზღუდვების გასაზღვრა
- ადვილია მონაცემების სისწორის ვალიდაცია
- ადვილია მონაცემების კონვერტაცია სხვადასხვა მონაცემთა ტიპებზე
XML სქემა იყენებს XML სინტაქსს
XML სქემის მეორე დიდი უპირატესობაა ის, რომ XML-შია დაწერილი:
- არ გჭირდებათ ახალი ენის სწავლა
- შეგიძლიათ გამოიყენოთ XML რედაქტორი თქვენი სქემის ფაილების რედაქტორებისათვის
- შეგიძლიათ გამოიყენოთ XML ანალიზატორი თქვენი სქემის ფაილების ანალიზისთვის
- შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი სქემების მანიპულაცია XML DOM-ის საშუალებით
- თქვენი სქემის ტრანსფორმაცია შეგიძლიათ XSLT-ით
თუ გსურთ, შეისწავლოთ XML სქემა, შესაბამისი ტუტორიალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.