საიტის გვერდები
Current course
Participants
სემინარის შესახებ
შესავალი
როგორ გამოვიყენოთ?
XML ხე
XML სინტაქსი
XML ელემენტები
XML ატრიბუტები
XML სახელის სივრცეები
XML კოდირება
XML ფაილის ნახვა
XML და CSS
XML დოკუმენტის ტიპები
XML-ის ვალიდატორი
XML DTD
XML სქემა
XML HTTP მოთხოვნა
XML ანალიზატორი
XML DOM
XML HTML-ში
XML XPath
XML-ის XSLT-ით გამოტანა
XML CDATA
XML სერვერზე
XML DOM განვითარებული
XML რეალურ ცხოვრებაში
XML რედაქტორები
XML-ის შეჯამება
Topic 28
Topic 29
Topic 30
XML-ის დოკუმენტის ტიპები - w3schools.com
XML დოკუმენტის ტიპები
XML დოკუმენტი, რომელსაც სწორი სინტაქსტი აქვს, არის „კარგად ფორმირებული“.
„ვალიდური“ XML დოკუმენტი ასევე უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული დოკუმენტის ტიპს.
კარგად ფორმირებული XML დოკუმენტები
XML დოკუმენტი, რომელსაც სწორი სინტაქსი აქვს არის „კარგად ფორმირებული“.
წინა თავებში აღწერილი იყო სინტაქსის წესები:
- XML დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ძირი ელემენტი
- XML ელემენტებს უნდა ჰქონდეს დახურვის ტეგი
- XML ტეგებისთვის მნიშვნელოვანია რეგისტრი
- XML ელემენტები სწორად უნდა იყოს ჩასმული (დაბუდებული)
- XML ატრიბუტის მნიშვნელობები უნდა იყოს ციტირებული
<note>
<to>Tove</to>
<from>Jani</from>
<heading>Reminder</heading>
<body>Don't forget me this weekend!</body>
</note>
XML ვალიდატორი
იმისათვის, რომ თქვენი XML ფაილის სინტაქსის შემოწმება გაგიადვილოთ, ჩვენ შევქმენით XML ვალიდატორი XML-ის ფაილების სინტაქსის შესამოწმებლად.
გთხოვთ, იხილოთ მომდევნო თავი.
ვალიდური XML დოკუმენტი
ვალიდური XML დოკუმენტი არ არის იგივე, რაც კარგად ფორმირებული XML დოკუმენტი.
პირველი წესი, ვალიდური XML დოკუმენტისთვის, არის, რომ ის უნდა იყოს კარგად ფორმირებული (იხ. წინა აბზაცი).
მეორე წესი არის ის, რომ XML დოკუმენტი უნდა იყოს დოკუმენტის ტიპის შესაბამისი.
წესებს, რომლებიც განსაზღვრავს ლეგალურ ელემენტებსა და ატრიბუტებს XML დოკუმენტისთვის ხშირად ეწოდება დოკუმენტის განსაზღვრებები ან დოკუმენტის სქემები.
როდის გამოიყენება დოკუმენტის განსაზღვრებები?
დოკუმენტის განსაზღვრება ყველაზე ადვილი საშუალებაა დოკუმენტის ლეგალური ელემენტებისა და ატრიბუტების მისათითებლად.
დოკუმენტის განსაზღვრება ასევე უზრუნველყოფს საზოგადო მინიშნებას, რომელიც შესაძლებელია მრავალ მომხმარებელთან (დეველოპერთან) იყოს გაზიარებული.
დოკუმენტის განსაზღვრება უზრუნველყოფს სტანდარტიზაციას, რომელიც ცხოვრებას აადვილებს.
როდის არ გამოიყენება დოკუმენტის განსაზღვრება?
XML არ მოითხოვს დოკუმენტის განსაზღვრებას.
როდესაც თქვენ ექპერიმენტს ატარებთ XML-ით ან როდესაც პატარა XML ფაილებზე მუშაობთ, დოკუმენტის განსაზღვრების მომზადება შეიძლება დროის კარგვა იყოს.
თუ ავითარებთ აპლიკაციას, დაელოდეთ, ვიდრე სპეციფიკაციები დასტაბილურდება, ვიდრე მას დოკუმენტის განსაზღვრებას დაამატებდეთ. სხვა შემთხვევაში, თქვენმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა, შეცდომების ვალიდაციის გამო.
დოკუმენტის განსაზღვრებები
XML-თან რამდენიმე სხვადასხვა დოკუმენტის განსაზღვრება შეიძლება იყოს გამოყენებული:
- ორიგინალი Document Type Definition (DTD)
- ახალი XML-ზე დაფუძნებული XML სქემა