XML სერვერზე

XML on the Server

XML on the Server

XML ფაილები ისეთივე უბრალო (plane) ტექსტური ფაილებია, როგორც HTML ფაილები.

XML ადვილად შეიძლება იყოს შენახული და გენერირებული სტანდარტული ვებსერვერის მიერ.


XML ფაილების შენახვა სერვერზე

XML ფაილები ისევეა ინტერნეტ სერვერზე შენახვადი, როგორც HTML ფაილები.

გახსენით Windows Notepad და დაწერეთ შემდეგი ხაზები:

<?xml version="1.0" encoding="UTF-8"?>
<note>
<from>Jani</from>
<to>Tove</to>
<message>Remember me this weekend</message>
</note>

შეინახეთ ფაილი თქვენს ვებ სერვერზე, დაარქვით სწორი სახელი, როგორიცაა"note.xml".


XML-ის გენერირება ASP-ის მიერ

XML შესაძლოა გენერირებული იყოს სერვერზე XML-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშეც.

სერვერიდან XML პასუხის გენერირებისათვის - უბრალოდ ჩაწერეთ ქვემოთ მოცემული კოდი და შეინახეთ ის, როგორც ASP ფაილი ვებსერვერზე:

<%
response.ContentType="text/xml"
response.Write("<?xml version='1.0' encoding='UTF-8'?>")
response.Write("<note>")
response.Write("<from>Jani</from>")
response.Write("<to>Tove</to>")
response.Write("<message>Remember me this weekend</message>")
response.Write("</note>")
%>

გაითვალისწინეთ, რომ პასუხის ქონთენთის ტიპი განსაზღვრული უნდა იყოს, როგორც "text/xml".

ნახეთ, როგორც დაბრუნდება ASP ფაილი სერვერიდან.

თუ გსურთ ASP-ის სწავლა, შესაბამის ტუტორიალს იხილავთ ჩვენს ვებგვერდზე.


XML გენერირება PHP-ით

სერვერიდან XML-ის პასუხის PHP-ის გამოყენებით გენერირებისათვის, გამოიყენეთ შემდეგი კოდი:

<?php
header("Content-type: text/xml");
echo "<?xml version='1.0' encoding='UTF-8'?>";
echo "<note>";
echo "<from>Jani</from>";
echo "<to>Tove</to>";
echo "<message>Remember me this weekend</message>";
echo "</note>";
?>

გაითვალისწინეთ, რომ პასუხის ჰედერის ქონთენთის ტიპი განსაზღვრული უნდა იყოს, როგორც "text/xml".

ნახეთ, როგორც დაბრუნდება PHP ფაილი სერვერიდან.

თუ გსურთ PHP-ის სწავლა, შესაბამის ტუტორიალს იხილავთ ჩვენს ვებგვერდზე.


XML-ის გენერირება მონაცემთა ბაზიდან

XML შესაძლოა გენერირებული იყოს მონაცემთა ბაზიდან XML-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშეც.

სერვერიდან XML პასუხის გენერირებისათვის - უბრალოდ ჩაწერეთ ქვემოთ მოცემული კოდი და შეინახეთ ის, როგორც ASP ფაილი ვებსერვერზე:

<%
response.ContentType = "text/xml"
set conn=Server.CreateObject("ADODB.Connection")
conn.provider="Microsoft.Jet.OLEDB.4.0;"
conn.open server.mappath("/db/database.mdb")

sql="select fname,lname from tblGuestBook"
set rs=Conn.Execute(sql)

response.write("<?xml version='1.0' encoding='UTF-8'?>")
response.write("<guestbook>")
while (not rs.EOF)
response.write("<guest>")
response.write("<fname>" & rs("fname") & "</fname>")
response.write("<lname>" & rs("lname") & "</lname>")
response.write("</guest>")
rs.MoveNext()
wend

rs.close()
conn.close()
response.write("</guestbook>")
%>

ნახეთ რეალური მონაცემთა ბაზის გამონატანი ზემოთმოცემული ASP ფაილიდან.

ზემოთ მოცემული მაგალითი იყენებს ASP-ს ADO-თი.

თუ გსურთ ASP-ის და ADO-ის სწავლა, შესაბამის ტუტორიალებს იხილავთ ჩვენს ვებგვერდზე.


XML-ის XSLT-ით ტრანსფორმაცია სერვერზე

ეს ASP XML ფაილს გადააქცევს XHTML ფაილად სერვერზე:

<%
'Load XML
set xml = Server.CreateObject("Microsoft.XMLDOM")
xml.async = false
xml.load(Server.MapPath("simple.xml"))

'Load XSL
set xsl = Server.CreateObject("Microsoft.XMLDOM")
xsl.async = false
xsl.load(Server.MapPath("simple.xsl"))

'Transform file
Response.Write(xml.transformNode(xsl))
%>

მაგალითის ახსნა:

  • კოდის პირველი ბლოკი ქმნის Microsoft XML ანალიზატორის (XMLDOM) შემთხვევას (instance) და ტვირთავს XML ფაილებს მეხსიერებაში.
  • კოდების მეორე ბლოკი ქმნის ანალიზატორის მეორე შემთხვევას (მოქმედებას, instance) და ტვირთავს XML ფაილს მეხსიერებაში.
  • კოდის ბოლო ხაზი XML დოკუმენტის ტრანსფორმაციას ახდენს XSL დოკუმენტის საშუალებით და აგზავნის შედეგს თქვენს ბრაუზერზე XHTML-ის სახით. მშვენიერია!

ნახეთ როგორ მუშაობს.


XML-ის შენახვა ფაილში ASP-ის გამოყენებით

ეს ASP მაგალითი ქმნის მარტივ XML დოკუმენტს და მას სერვერზე

Last modified: პარასკევი, თებერვალი 28 2014, 11:56