საიტის გვერდები
Current course
Participants
სემინარის შესახებ
შესავალი
როგორ გამოვიყენოთ?
XML ხე
XML სინტაქსი
XML ელემენტები
XML ატრიბუტები
XML სახელის სივრცეები
XML კოდირება
XML ფაილის ნახვა
XML და CSS
XML დოკუმენტის ტიპები
XML-ის ვალიდატორი
XML DTD
XML სქემა
XML HTTP მოთხოვნა
XML ანალიზატორი
XML DOM
XML HTML-ში
XML XPath
XML-ის XSLT-ით გამოტანა
XML CDATA
XML სერვერზე
XML DOM განვითარებული
XML რეალურ ცხოვრებაში
XML რედაქტორები
XML-ის შეჯამება
Topic 28
Topic 29
Topic 30
XML რედაქტორები
XML Editors
თუ XML-ს სერიოზულად მოჰკიდეთ ხელი, თქვენთვის სასარგებლო იქნება პროფესიონალური XML რედაქტორის გამოყენება.
XML არის ტექსტზე დაფუძნებული
XML არის ტექსტზე დაფუძნებული მარკირების ენა.
XML-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ XML ფაილები შეიძლება შეიქმნას და დარედაქტირდეს მარტივი ტექსტური რედაქტორითაც, როგორიცაა, მაგალითად Notepad.
თუმცა, როდესაც იწყებთ XML-ით მუშაობას, მალევე მიხვდებით, რომ XML დოკუმენტების რედაქტირება უმჯობესია პროფესიონალური XML რედაქტორით.
რატომ არა Notepad?
ბევრი ვებ დეველოპერი იყენებს Notepad-ს HTML-ისა და XML-ის დოკუმენტების რედაქტირებისათვის, რადგან Notepad ჩართულია ყველაზე გავრცელებულ OS-ში და ამავედროს ადვილია მოსახმარებლად. პირადად მე ხშირად ვიყენებ Notepad-ს მარტივი HTML, CSS, და XML ფაილების რედაქტირებისათვის.
მაგრამ, თუ იყენებთ Notepad-ს XML-ის რედაქტირებისათვის, მალე გადაეყრებით პრობლემებს.
Notepad-მა არ იცის, რომ თქვენ XML-ში წერთ, ასე რომ, ის თქვენს დახმარებას ვერ შეძლებს.
რატომ XML რედაქტორი?
დღეს XML არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგია და დეველოპერული პროექტები იყენებენ ისეთ XML-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა:
- XML სქემას - XML სტრუქტურებისა და მონაცემთა ტიპების განსასაზღვრად
- XSLT-ს - XML მონაცემების ტრანსფორმირებისათვის
- SOAP-ს - XML მონაცემების გასაცვლელად აპლიკაციებს შორის
- WSDL-ს - ვებსერვისების აღსაწერად
- RDF-ს - ვებ-რესურსების აღსაწერად
- XPath და XQuery-ს - XML მონაცემებზე წვდომისათვის
- SMIL-ს - გრაფიკის განსასაზღვრად
შეცდომების გარეშე XML დოკუმენტის დასაწერად, თქვენ დაგჭირდებათ ჭკვიანი XML რედაქტორი!
XML რედაქტორები
პროფესიონალური XML რედაქტორები დაგეხმარებათ დაწეროთ XML დოკუმენტი შეცდომების გარეშე, თქვენი XML გადაამოწმოთ DTD-ით ან სქემით, ან გაიძულოთ ვალიდურ XML სტრუქტურის დაცვა.
XML რედაქტორს უნდა შეეძლოს:
- დახურვის ტეგების ავტომატური ჩასმა გახნის ტეგების შემდეგ
- ვალიდური XML დოკუმენტის შექმნის იძულება
- თქვენი XML-ის გადამოწმება DTD-ით
- თქვენი XML-ის გადამოწმება Schema-ით
- XML სინტაქსის გაფერადება
W3Schools-ში წლების განმავლობაში ვიყენებდით XMLSpy-ს. XMLSpy ჩვენი საყვარელი XML რედაქტორია. მას აქვს რამდენიმე ისეთი ფუნქცია, რომლებიც განსაკუთრებით გვიყვარს:
- 32-bit და 64-bit ვერსიებით ხელმისაწვდომობა
- გამოყენების სიმარტივე
- დახმარების შესაძლებლობა კონტექსტისადმი სენსიტიური შენატანებისთვის
- სინტაქსის გაფერადების და ლამაზად ბეჭდვის შესაძლებლობა
- Smart Fix ვალიდაცია შეცდომების ავტომატური შესწორებების ფუნქციით
- ტექსტისა და ბადის ხედებს შორის მარტივი გადართვის შესაძლებლობა
- გრაფიკული XML Schema 1.0/1.1 რედაქტორი
- მონაცემთა ბაზის იმპორტი და ექსპორტი ყველა ძირითადი მონაცემთა ბაზისთვის
- SharePoint Server მხარდაჭერა
- ჩაშენებული შაბლონები ბევრი XML დოკუმენტის ტიპისთვის
- XML-ის მონაცემებისთვის დიაგრამის შექმნის შესაძლებლობა
- ჭკვიანი XPath 1.0/2.0/3.0 ავტომატური და
- XSLT 1.0/2.0/3.0 რედაქტორი, პროფილერი & გამმართველი
- XQuery 1.0/3.0 რედაქტორი, პროფილერი & გამმართველი
- SOAP კლიენტი და გამმართველი
- გრაფიკული WSDL 1.1/2.0 რედაქტორი
- XBRL ვალიდაცია & ტაქსონომიის რედაქტირება
- OOXML-ის მხარდაჭერა MS Office-ის დოკუმენტებში
- კოდის გენერირების შესაძლებლობა Java-ში, C++-სა, და C#-ში
- HTML5 და CSS3 მხარდაჭერა
შეიტყვეთ მეტი XMLSpy-ის შესახებ
XMLSpy არის ერთ-ერთი იმ ექსვი ინსტრუმენტიდან, რომელსაც მოიცავს Altova MissionKit XML პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი.
შეიტყვეთ მეტი - Altova MissionKi for XML Developers.