ნაწილი III — მცირე საგრანტო კონკურსის პირობები

1. რეკომენდაციები

ნებისმიერი ტიპის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია საფუძვლიანად გაეცნოთ არსებულ წინაპირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროექტს მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამზადებთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორი მოცემულობა გაქვთ პროექტზე სამუშაოდ:

  1. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
  2. რა მოცულობის დაფინანსებაა?
  3. როგორ ხდება პროექტის შეფასება?
  4. არსებობს პროექტის ფორმა?

პროექტის წინაპირობებისა და კონკურსის ეტაპების არცოდნის შემთხვევაში შეიძლება რთულად გამოსასწორებელი შეცდომები დაუშვათ. მაგალითად, გამოგრჩეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროექტი კონკურსის დოკუმენტაციაში მოცემული ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ასევე, შეიძლება არ მიაქციოთ ყურადღება თარიღებს და ვერ მოასწროთ პროექტის დროული ატვირთვა.

ჩვენი რეკომენდაციაა, რამდენიმე 20-30 წუთი დაუთმოთ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას და თანდართული მასალების გადახედვას.

გისურვებთ წარმატებებს!

2. პრეზენტაცია მცირე საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ

3. დანართები 

პროექტის ფორმა, პრეზენტაციის ფორმა და შეფასების კრიტერიუმები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.

Last modified: ორშაბათი, სექტემბერი 29 2014, 11:29