ნაწილი I — პირველ კვირას შესასრულებელი ამოცანები

1. რეკომენდაციები

პროექტის მომზადების პირველი კვირა ერთი შეხედვით ნაკლებად ინტენსიურია. თუმცა, სინამდვილეში ამ კვირაში ხდება მონაწილეობისთვის თვითმოტივაცია, ძირითადი სამოქმედო გეგმის მოხაზვა, თანამონაწილე გუნდის შექმნა, საგრანტო პირობების გააზრება და ა.შ.

ჩვენი კურსი პატარა ელემენტებადაა დაშლილი და დროში ისეა გადანაწილებული, რომ მონაწილეს არ გაუჭირდეს მასალების გაცნობა და შეძლოს საკუთარი გეგმის შესრულება. თუ ეს პატარა ელემენტები დროულად არ შესრულდა და ბოლო კვირას მოიყარა თავი, მათი სიმარტივის მიუხედავად ყველას დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ.

ჩვენ გირჩევთ:

  1. პირველ რიგში, გამოყავით კვირაში რამდენიმე საათი პროექტზე სამუშაოდ.
  2. დაგეგმეთ თქვენი დრო ისე, რომ პროექტზე მუშაობა სასიამოვნო იყოს და ტვირთად არ გექცეთ.
  3. გაეცანით პირველი კვირის ყველა მასალას — პრეზენტაციებს, ინსტრუქციებს, ფორმებს, რეკომენდაციებს და ა.შ. ეს დაგეხმარებათ ადვილად მოახდინოთ ორიენტაცია და ადექვატურად მიჰყვეთ თქვენს გეგმას.
  4. შექმენით მცირე გუნდი, ვისთანაც იმუშავებთ — მოიძიეთ პარტნიორები მეგობრების, თანამშრომლების, ორგანიზაციების სახით.
  5. მოაწყვეთ ერთი არაფორმალური შეხვედრა თქვენი გუნდის წევრებთან, შეუთანხმდით მუშაობის პირობებზე, აჩვენეთ ყველა მასალა და დაგეგმეთ მომავალი სამუშაო ერთად. 
  6. დასვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ ამ კვირის მასალებთან და ამოცანებთან დაკავშირებით.

ჩვენი რეკომენდაციაა, არ გადადოთ ეს აქტივობები შემდეგი კვირისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 6 2014, 12:33