ნაწილი I — მეორე კვირას შესასრულებელი ამოცანები

1. რეკომენდაციები

პროექტის მომზადების მეორე კვირა სიტუაციის ანალიზისთვისაა გამოყოფილი. ამ დროს ხდება სამი მიმართულებით მუშაობა — ჩართული მხარეების, მათ შორის ბენეფიციარების, ანალიზი, პრობლემების ანალიზი და SWOT ანალიზი.

ამ ეტაპისთვის სასურველია, რომ პირველი კვირის ამოცანები დასრულებული გქონდეთ და თანამონაწილეების ჯგუფთან ერთად მუშაობდეთ პროექტზე.

მეორე კვირის განმავლობაში ჩვენ გირჩევთ:

  1. პირველ რიგში, თუ პირველი კვირის ამოცანები გაქვთ დასასრულებელი, სასწრაფოდ დაასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ მეორე მოდულზე.
  2. გაეცანით მეორე კვირის ყველა მასალას — პრეზენტაციებს, ინსტრუქციებს, ფორმებს, რეკომენდაციებს და ა.შ. ეს დაგეხმარებათ ადვილად მოახდინოთ ორიენტაცია და ადექვატურად მიჰყვეთ თქვენს გეგმას.
  3. მუშაობისას მოახდინეთ პროცესის დოკუმენტირება — აღწერეთ თქვენი კვლევის შედეგები, მოამზადეთ ჩანაწერები. ეს მასალები პროექტის წერის დროს ძალიან დაგეხმარებათ სიტუაციის აღწერის კომპონენტის მომზადებაში.
  4. დასვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ ამ კვირის მასალებთან და ამოცანებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კურსი პატარა ელემენტებადაა დაშლილი და დროში ისეა გადანაწილებული, რომ მონაწილეს არ გაუჭირდეს მასალების გაცნობა და შეძლოს საკუთარი გეგმის შესრულება. თუ ეს პატარა ელემენტები დროულად არ შესრულდა და ბოლო კვირას მოიყარა თავი, მათი სიმარტივის მიუხედავად ყველას დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ.

ჩვენი რეკომენდაციაა, არ გადადოთ ეს აქტივობები შემდეგი კვირისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 6 2014, 12:42