ნაწილი II — ჩართული მხარეების ანალიზი

1. რეკომენდაციები

ჩართული მხარეების ანალიზი პროექტზე მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ეტაპზე პროექტზე მომუშავე გუნდი აანალიზებს: 

  1. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პროექტით? ან პროექტის სფეროთი?
  2. ვის შეუძლია პოზიტიური/ნეგატიური გავლენა იქონიოს პროექტის აქტივობებზე?

ქვემოთ პრეზენტაციაში მოცემული ინსტრუქციების შესრულების შემდეგ თქვენ გექნებათ ერთიანი ცხრილი, რომელშიც მოცემული იქნება პროექტის სფეროსთან დაკავშირებული ყველა პირი ან ორგანიზაცია მათი ინტერესისა და გავლენის დონეების აღნიშვნით. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, ვისთან რა ტიპის კომუნიკაცია უნდა გქონდეთ, ვინ შეგიძლიათ ჩართოთ პროექტში, ვინ არის ბენეფიციარი და ა.შ.

მაგალითად, პროექტის მიზანია სოფელში პურის საცხობის ამოქმედება. ამ შემთხვევაში ჩართული მხარეები შეიძლება იყვნენ: უკვე არსებული პურის საცხობი, რომელსაც დიდი ინტერესი ექნება და შეიძლება ნეგატიური გავლენაც მოახდინოს პროექტის განხორციელებაზე, ასევე მოსახლეობა, რომელსაც პოზიტიური გავლენა და დიდი ინტერესი ექნება თუ პურის საცხობი ხარისხიან სერვისს შესთავაზებს, მაგრამ თუ რამენაირად აზიანებს მის ინტერესებს, მაშინ გავლენა შესაძლოა ნეგატიური გახდეს.

გისურვებთ წარმატებებს!

2. პრეზენტაცია — ჩართული მხარეების ანალიზი

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 6 2014, 9:45