ნაწილი III — პრობლემების ანალიზი

1. რეკომენდაციები

პრობლემების ანალიზი პროექტზე მუშაობის საწყისი ეტაპის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ დროს ხდება პრობლემებისა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა.

ჩვენი რეკომენდაციაა, რამდენიმე პრობლემების ანალიზის აქტივობა აუცილებლად ჯგუფური მუშაობის დროს შეასრულოთ და სულ მცირე 1-2 საათი მაინც დაუთმოთ.

თუ ამ ეტაპს წარმატებით გაართმევთ თავს, პროექტის მიზნებისა და ამოცანების იდენტიფიცირება ბევრად უფრო გაგიადვილდებათ.

პრობლემების ანალიზის აქტივობისთვის დაგჭირდებათ:

  1. პატარა ფურცლები, რომელბზეც ჩამოწერთ პრობლემებს
  2. დიდი ფორმატის რამდენიმე ფურცელი, რომლებზეც დააკრავთ პრობლემებს მიზეზ-შედეგობრივი იერარქიით
  3. სკოჩი

გისურვებთ წარმატებებს!

2. პრეზენტაცია — პრობლემების ანალიზი

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 6 2014, 10:46