General
მიზანია კურსდამთავრებულმა დამოუკიდებლად შეძლოს სხვადასხვა ინფორმაციული (მ.შ. ინტერნეტ) სერვისების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გამოქვეყნება.
კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ინფორმაციულ ერაში კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ინფორმაციული უნარების განვითარებაში.
სწავლის შედეგები
სტუდენტს შეუძლია:
- ინფორმაციის საჭიროების, ბუნებისა და ტიპების იდენტიფიცირება;
- კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციის იდნეტიფიცირება
- საჭირო ინფორმაციის მოპოვება ყველა სახის ინფორმაციის საცავებში, ეფექტური ტექნიკის გამოყენებით;
- ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასება და შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირება საკუთარ ცოდნისა და ღირებულებათა სისტემაში;
- ინდივიდუალურად, ან როგორც ჯგუფის წევრმა გამოიყენოს ინფორმაცია დასახული/სპეციფიკური ამოცანის განსახორციელებლად;
- ინფორმაციის ეთიკური და სამართლებრივი გამოყენება და ესმის ინფორმაციის გამოყენებასა და წვდომასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური საკითხები.