პროგრამის მიზანია, მოამზადოს ინფორმაციის სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ რელევანტური ცოდნა და დარგობრივი კომპეტენციები საინფორმაციო და საბიბლიოთეკო მომსახურების სფეროში მაღალ და საშუალო ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამუშაოდ.

სემინარის მიზანია ხელი შეუწყოს სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების წარმოებასა და სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების წერას.

კულტურული მემკვიდრეობის მასალებზე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა მიზნებით წვდომის ზრდა, მათი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და სოციალიზაცია, შესაბამისი ინსტიტუციებისათვის კვალიფიცირებული კადრების განვითარების გზით.

კულტურული მემკვიდრეობის 2 D ფორმატის (ხელნაწერი, ნაბეჭდი, ნახატი, ფოტო...) მქონე ნიმუშების დიგიტიზაციისა და ციფრულად წვდომის, გამოქვეყნებისა და ანალიზის პრინციპებისა და ამ ტიპის პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების გაცნობა და საბაზისო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კურსის მიზნები:
• ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემების საბაზისო პრინციპების
გაცნობიერება;
• კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე მცირე და საშუალო ორგანიზაციისათვის
ინფორმაციულ ტექნოლგიებზე დაფუძნებული ინფორმაციის მართვის სისტემების/გადაწყვეტის დაგეგმისა და მართვისათვის შესაბამისი კომპეტენციების ხელშეწყობა და განვითარება.