ნაწილი I — მეოთხე კვირას შესასრულებელი ამოცანები

1. რეკომენდაციები

პროექტის მომზადების მეოთხე კვირის დასაწყისისთვის თქვენ უკვე იდენტიფიცირებული გაქვთ პროექტის მიზნები და ამოცანები. ახლა უკვე დროა, შეუდგეთ ამოცანების შესრულების გზების ძიებას. ამისათვის, ჩვენ გთავაზობთ იდეების გენერირების სტრატეგიას.

იდეების გენერირების სტრატეგია დაგეხმარებათ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ეტაპის შესასრულებლად, არამედ თქვენი საქმიანობის ნებისმიერ მომენტში.

წინა სამი კვირის განმავლობაში განხილული სტრატეგიების მსგავსად, იდეების გენერირებისას აუცილებელია რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა.

შემდეგი ეტაპია, იდეების შერჩევა და მათი განვითარება. ამ ეტაპებზეც შესაბამის განყოფილებებში დაწვრილებით გესაუბრებით.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კურსი პატარა ელემენტებადაა დაშლილი და დროში ისეა გადანაწილებული, რომ მონაწილეს არ გაუჭირდეს მასალების გაცნობა და შეძლოს საკუთარი გეგმის შესრულება. თუ ეს პატარა ელემენტები დროულად არ შესრულდა და ბოლო კვირას მოიყარა თავი, მათი სიმარტივის მიუხედავად ყველას დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ.

ჩვენი რეკომენდაციაა, არ გადადოთ ეს აქტივობები შემდეგი კვირისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 20 2014, 2:07