ნაწილი IV — იდეების განვითარება

1. რეკომენდაციები

იდეების შერჩევის შემდეგ, დროა მათ განვითარებაზეც იზრუნოთ. იდეების გენერირების ეტაპზე მხოლოდ ზოგადი დებულებების ჩამოყალიბება ხდება. პროექტისთვის კი საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გაწერა.

ჩვენი რეკომენდაციაა:

  1. აღწერეთ თითოეული იდეის ნაბიჯები თანმიმდევრულად
  2. თითოეული ნაბიჯს მიუთითეთ შესრულებისთვის საჭირო დრო
  3. თითოეული ნაბიჯისთვის დაიანგარიშეთ საჭირო მატერიალური რესურსი
  4. გაწერეთ ვინ ასრულებს აქტივობას? რა კომპეტენციის ადამიანი გჭირდებათ? რა ფინანსური რესურსი იქნება მათთვის საჭირო?
  5. შეაჯამეთ დროითი, ადამიანური და ფინანსური რესურსები
  6. კრიტიკულად შეაფასეთ — შეესაბამება საჭირო დრო და რესურსები პროექტის შეზღუდვებს?

ამ საქმიანობას ორი რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასჭირდება. აუცილებელია, რომ შეხვედრის შედეგები დოკუმენტირებული იყოს. 

თუ პროექტზე მუშაობის ამ ეტაპს წარმატებით გაივლით, ჩათვალეთ, რომ პროექტის ფორმის შევსებისთვის მზად ხართ.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 20 2014, 11:09