ნაწილი II — იდეების გენერირება — ბრეინსთორმინგი

1. რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც პროექტის მიზანი და ამოცანები იდენტიფიცირებულია, ვიწყებთ განხორციელების გზების ძიებას. ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად, უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს.

ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ პროექტის ამოცანების შესასრულებლად საუკეთესო გადაწყვეტა მოვძებნოთ — ინოვაციური, რეალისტური და რელევანტური.

ამისათვის, ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა იდეების გენერირების პროცესის ორგანიზება ბრეინსთორმინგის საშუალებით.

  1. რას ნიშნავს ბრეინსთორმინგი?
  2. რა არის საჭირო მისი ორგანიზებისთვის?
  3. რა წესები უნდა დავიცვათ?
  4. რა შედეგს უნდა ველოდოთ?

გაეცანით შემდეგ რესურსებს:

  1. ქვემოთ მოცემულ პრეზენტაციაში აღწერილია ძირითადი წესების და ინსტრუქციები, რომლებიც ბრეინსთორმინგის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
  2. მომდევნო ვიდეო-რგოლი დაგეხმარებათ პროცესის უკეთესად გააზრებაში. ვიდეო ინგლისურ ენაზეა, მაგრამ პრეზენტაცია თუ უკვე გავლილი გექნებათ, შინაარსის გაგებას ადვილად შეძლებთ. ისიამოვნეთ!
  3. ბოლო ვიდეო რგოლი დამატებითი რესურსია იგივე თემაზე, თქვენს გასახალისებლად!

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიწყოთ მზადება. 

გახსოვდეთ, რომ განხორციელების გზების შერჩევა პროექტის ერთ-ერთი მოცულობითი ნაწილის შევსებაში დაგეხმარებათ. პროექტის განხორციელების ეტაპზე კი მის წარმატებულ რეალიზაციაში.

გისურვებთ წარმატებებს!

2. პრეზენტაცია — იდეების გენერირება — ბრეინსთორმინგი

2. ვიდეორგოლი ბრეინსთორმინგის შესახებ 

3. ვიდეორგოლი ბრეინსთორმინგის შესახებ

 

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 20 2014, 2:50