ნაწილი III — იდეების შერჩევა

1. რეკომენდაციები

ბრეინსთორმინგის შედეგად, თქვენ უნდა გქონდეთ პროექტის განხორციელების გზების უამრავი იდეა. რა არის შემდეგი ეტაპი? როგორ უნდა ამოარჩიოთ საუკეთესო იდეა?

ჩვენი რჩევაა:

  1. მოამზადეთ მარტივი ცხრილი, რომელის ველებშიც ჩაწერთ იდეის დასახელებას, უპირატესობებს, ნაკლოვანებებს.
  2. შეავსეთ ეს ცხრილი ყველა იდეის შეფასებით.
  3. აირჩიეთ, ის იდეები, რომლებსაც ყველაზე მეტი უპირატესობა ექნება.

უპირატესობების შეფასებისას გაითვალისწინეთ:

  1. რამდენად დაძლევადია არსებული დროითი და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით?
  2. რამდენად ეფექტურია?
  3. რამდენად შესაძლებელი იქნება მასშტაბირება?
  4. სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში რას მოგცემთ?
  5. რამდენად ინოვაციურია?

იდეების შეფასებისთვის რამდენიმე საათი მაინც დაგჭირდებათ. ეს სამუშაო აუცილებლად გუნდთან ერთად უნდა შეასრულოთ.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 20 2014, 11:00