ნაწილი I — მეხუთე კვირას შესასრულებელი ამოცანები

1. რეკომენდაციები

პროექტის მომზადების მეხუთე კვირის სამუშაოები გულისხმობს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო კონკრეტული აქტივობების და ამ აქტივობების შესასრულებლად აუცილებელი რესურსების — ადამიანური, ფინანსური, დროითი — დაგეგმვას.

ამ ფაზაზეა დამოკიდებული, რამდენად განხორციელებადი იქნება თქვენი პროექტი. თუ ადამიანური და ფინანსური რესურსები სწორად არ არის დაგეგმილი, პრობლემა არა მხოლოდ პროექტის შეფასებისას შეიქმნება, არამედ მისი განხორციელებისას (თუ დაფინანსების მოპოვება მაინც მოახერხა ჯგუფმა).

აქტივობებისა და რესურსების დაგეგმვის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თავდაჯერებულად შეავსოთ პროექტის ფორმის დარჩენილი ეტაპები და ამგვარად, საბოლოო სახე მისცეთ წარსადგენ პროექტს.

ჩვენი რეკომენდაციაა, გულდასმით წაიკითხოთ მომდევნო სამი თავი და გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 27 2014, 1:21