ნაწილი IV — ბიუჯეტის შედგენა

 

თუ აქტივობები და რესურსების სწორად გაქვთ იდენტიფიცირებული, ბიუჯეტის შედგენა სულაც არაა რთული ამოცანა. 

ჩვენი რჩევაა, რომ ბიუჯეტის დასაანგარიშებლად გამოიყენოთ Microsoft Excell-ის პროგრამა. ფორმულების საშუალებით, უფრო გაგიადვილდებათ ავტომატური დაანგარიშება და ჯამური ბიუჯეტის გამოთვლა.

ამის შემდეგ, მონაცემები შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ პროექტის ფორმაში.

რაც უფრო დიდია ფინანსური რესურსის მოცულობა, მით უფრო შრომატევადია ბიუჯეტის შედგენა, რადგან ბევრი წვრილმანი საკითხია გასათვალისწინებელი. მცირებიუჯეტიანი პროექტის შემთხვევაში, ბიუჯეტი მარტივია. 

გისურვებთ წარმატებებს

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 27 2014, 2:44