ნაწილი III — საჭირო რესურსების იდენტიფიცირება და აღწერა

აქტივობების იდენტიფიცირების შემდეგ უნდა გადავიდეთ რესურსების განსაზღვრის ეტაპზე. ვინ და რა გვჭირდება აქტივობის შესასრულებლად? 

როდესაც საუბარია, ადამიანურ რესურსზე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • რა მოცულობის საქმე უნდა შეასრულოს (მოცულობა აღიწერება საათობრივად)?
  • რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს?
  • რა არის მისი ანაზღაურება (განისაზრვრება ერთი საათის ღირებულების შესაბამისად)?

როდესაც გვჭირდება, მატერიალური რესურსების იდენტიფიცირება, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • რა გვჭირდება?
  • რამდენი გვჭირდება?
  • რა არის ერთეულის ღირებულება?
  • რა არის ჯამური ღირებულება?

მას შემდეგ, რაც იდენტიფიცირებული გაქვთ ყველა საჭირო რესურსი, შესაძლებელია ჯამური ბიუჯეტის შედგენაც (იხ. მომდევნო ნაწილი).

გაითვალისწინეთ, რომ რესურსების დაანგარიშებისას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთი აქტივობა არ არის დაძლევადი კონკრეტული მოცემულობის ფარგლებში, ამიტომ შესაძლოა განხორციელების გზების შეცვლაც მოგიწიოთ, უფრო რეალისტური ვარიანტის მოძიების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

Last modified: ორშაბათი, ოქტომბერი 27 2014, 2:36